ახალგაზრდების შეხვედრა გორის პოლიციის წარმომადგენელთან

დამატების თარიღი: 09 July 2019 / 19:15

8 ივლისს პროექტ ,,ახალგაზრდული რეფლექსი2.0“-ის ფარგლებში, გორში არაფორმალურ გარემოში, კულტურისა და დასვენების პარკში ,,ახალბაღში“ ჩატარდა პოლიციელთან შეხვედრა, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში პოლიციელებისადმი ნდობის გაზრდასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას.

შეხვედრას წარუძღვა ქალბატონი ნატალია ეჯოშვილი (პოლიციის წარმომადგენელი), რომელმაც ახალგაზრდებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება.

დიდ მადლობას ვუხდით გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებას და ქალბატონ ნატალია ეჯოშვილს თანამშრომლობისათვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace