ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი სომხეთში

დამატების თარიღი: 26 March 2015 / 11:30

2015 წლის 13 მარტიდან 22 მარტამდე “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” წარმომადგენელი მარიამ გელაშვილი იმყოფებოდა ახალგაზრდულ გაცვლით პროექტზე სომხეთში – ” Transforming the iceberg – Theory and Practice of Intercultural Dialogue”. მონაწილეები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, მოლდოვა, საფრანგეთი, გერმანია, დანია, ავსტრია, ბულგარეთი,  მაკედონია, ბელარუსია და უკრაინა.

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ თეორიისა და პრაქტიკის ერთმანეთისთვის გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურათშორის დიალოგს. დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა ასევე შეიმუშავეს და წარმოადგინეს საკუთარი მეთოდები ამ მიზნის განხორციელებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ექსკურსიები ერევანსა და სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც დაეხმარა მონაწილეებს უკეთესად გაცნობოდნენ სომხეთსა და მის კულტურულ ღირშესანიშნაობებს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace