ახალგაზრდული გაცვლითი ტრენინგები ლიტვაში

დამატების თარიღი: 05 October 2014 / 17:03

“კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” წევრი და “მასტერფის საქართველოს” კლუბის კოორდინატორი ლევან გორგაძე, 26.09.14 – 05.10.14 მონაწილეობას იღებდა  ერასმუს + -ის ახალგაზრდულ ტრენინგ კურსში “Reflective Outdoors”  – ლიტვა.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებთან მუშაობისას. პროექტის მიმდინარეობისას მოეწყო 2 დღიანი ლაშქრობა სოფელ ფალუშეს გარშემო, რომელიც ლიტვაში ცნობილია ნაციონალური პარკით და ტბებით. ლაშქრობის პირველ დღეს მონაწილეებმა 6 საათის განმავლობაში გადალახეს ტბები 2 კაციანი კანოეების მეშვეობით, მეორე დღე კი ფეხით სიარულს დაეთმო. ამასთანავე ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო შეხვედრები: ერასმუს+ პროექტის წერისა და საქმიანობაზე,  ექსპერიმენტული აქტივობები და რეფლექცია სხვადასხვა ჯგუფებში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace