ახალგაზრდული რელფექსი მცხეთაში

დამატების თარიღი: 15 October 2017 / 19:49

2017 წლის 11 ოქტომბერს, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის” ორგანიზებით, მცხეთის რაიონის სოფელ ნავაზში, „ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკაში“ პროექტ „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ლიდერობა, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში და სოციალური მეწარმეობის საფუძვლები. ღონისძიებას 20 ახალგაზრდა ლიდერი და სკოლის მოსწავლე დაესწრო. ტრენინგები იყო ინტერაქციული და მოიცავდა ჯგუფებში მუშაობას, ვორქშოფებსა და პრეზენტაციებს. პროექტ ახალგაზრდული რეფლექსის მიზანია კვლევის გაცნობა და მის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების ჩართულობითა და გაძლიერებით ადგილობრივ დონეზე, რაც მათ თემში პოზიტიურ ცვლილების საწინდარი იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო პოსტერები და სერთიფიკატები. ღონისძიება დაიწყო კვლევის შედეგების პრეზენტაციით, რომელსაც ახალგაზრდებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კავკასიის ახალგაზრდული კავშრი მადლობას უხდის ააიპ „მომავლის სოფელს“ და ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ოტია მუზაშვილს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace