“ახალგაზრდული რეფლექსი 2.0” ტრენინგი ხაშურში

დამატების თარიღი: 29 January 2019 / 14:25

25 იანვარს პროექტ “ახალგაზრდული რეფლექსი 2.0”-ის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ხაშურის ახალგაზრდული ცენტრის და კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით, რომელსაც წარუძღვნენ ცენტრისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები. ტრენინგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ასევე ჩატარდა ვორქშოფი თემაზე კომუნიკაციის უნარები, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ტრენინგის მონაწილეები. ახალგაზრდები ასევე გაეცნენ ორგანიზაციის და ხაშურის ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობას, აგრეთვე პროექტის ფარგლებში შექმნილ აპლიკაცია “SAVER”-ს. ორგანიზაციის EVS მოხალისემ გააკეთა პრეზენტაცია თავისი ქვეყნის, ნიდერლანდების შესახებ და მონაწილეებს ესაუბრა European Voluntary Service პროექტის შესახებ, რომელიც Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შეხვედრის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ინფორმირება ახალგაზრდულ პროექტებთან დაკავშირებით და მათი არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ხაშურის მეექვსე საჯარო სკოლის თვითმართველობას თანამშრომლობისთვის.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace