“ახალგაზრდული რეფლექსი 2.0” ტრენინგი მარნეულში

დამატების თარიღი: 16 July 2019 / 11:34

15 ივლისს, ქალაქ მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ის ფარგლებში გაიმართა ტრენინგ კურსები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. პროექტს საერთო ჯამში 60 ახალგაზრდა დაესწრო.

ტრენინგის თეატიკა იყო შემდეგი:
• პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ის გაცნობა და მიზნები;
• ადამიანის უფლებები;
• ნაადრევი ქორწინება;
• ოჯახური ძალადობა;
• ძალადობა და მისი გამომწვევი მიზეზები;

პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ის მიზანია:
1) ახალგაზრდების სამართლებრივი გაძლიერებით, აქტივიზმით, მსუბუქ ნარკოდანაშაულსა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, დახმარება და აღმოფხვრა.
2) ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და ნდობის დამყარება/აღდგენა.

პროექტში ჩართული იყვნენ შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ტრენერები, რომლებმაც ახალგაზრდებს გააცნეს რეგიონში არსებული ვითარება და კანონმდებლობა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით. შეხვედრის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ინფორმირება ახალგაზრდულ პროექტებთან დაკავშირებით და მათი არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს , მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმართველობას და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გაწეული თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace