“ახალგაზრდული რეფლექსი 2.0” ტრენინგი გორში

დამატების თარიღი: 21 January 2019 / 17:05

19 იანვარს პროექტ “ახალგაზრდული რეფლექსი 2.0”-ის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, რომელსაც წარუძღვნენ გორის ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გვანცა ნაზარაშვილი და ორგანიზაცია “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” წარმომადგენლები. ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები. ჩატარდა ვორქშოფი თემაზე “ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები”, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ტრენინგის მონაწილეები.

ახალგაზრდები ასევე გაეცნენ ორგანიზაციის და გორის ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობას, აგრეთვე პროექტის ფარგლებში შექმნილ აპლიკაცია “SAVER”-ს.

შეხვედრის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ინფორმირება ახალგაზრდულ პროექტებთან დაკავშირებით და მათი არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace