“ახალგაზრდული რეფლექსი 2.0” – ტრენინგი ხაშურში

დამატების თარიღი: 17 June 2019 / 17:03

დღეს, 17 ივნისს, ხაშურის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა კობა ნოზაძემ პროექტ “ახალგაზრდული რეფლექსი 2.0”-ის ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი ხაშურელი ახალგაზრდებისთვის და კლუბის წევრებისთვის თემაზე: წარმატებული ლიდერობა და ახალგაზრდული აქტივიზმი.

ტრენინგს 20-მდე ხაშურელი ახალგაზრდა ესწრებოდა და დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი 2.0-ის მიზანია:
1) ახალგაზრდების სამართლებრივი გაძლიერებით, აქტივიზმით, მსუბუქ ნარკოდანაშაულსა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, დახმარება და აღმოფხვრა.
2) ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და ნდობის დამყარება/აღდგენა.
შეხვედრის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ინფორმირება ახალგაზრდულ პროექტებთან დაკავშირებით და მათი არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა.

ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ჩვენს მოხალისეებს წარმატებული ვორქშოფის ორგანიზებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace