ახალგაზრდული რეფლეხი 2.0-ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა შსს-სთან

დამატების თარიღი: 24 July 2018 / 18:00

2018 წლის 24 ივლისს „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0-ის“ ფარგლებში. შეხვედრისას მხარეებმა დასახეს სამოქმედო გეგმა და განიხილეს კონკრეტული აქტივობები, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით. პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო ღონისძიებების, სამოქალაქო აქტივიზმის და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების კომპონენტებს.
პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0“ მიზნებია შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, ხაშურში, გორში და მარნეულში:
1) ახალგაზრდული აქტივიზმით და ჩართულობით, მსუბუქ ნარკოდანაშაულსა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, დახმარება და აღმოფხვრა.
2) ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და ნდობის დამყარება/აღდგენა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მადლობას უხდიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტში ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace