ახალგაზრდული სემინარი სომხეთში: ინტეგრაცია და იდენტობა

დამატების თარიღი: 25 November 2014 / 22:47

2014 წლის 13 -23 ნოემბერს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირის პრეზიდენტი გიორგი აზარიაშვილი იმყოფებოდა საერთაშორისო სემინარზე სომხეთში: – „ინტეგრაცია და იდენტობა“, რომელიც ICIRLD -ის მიერ იყო ორგანიზებული. სამუშაო დღეების განმავლობაში იმართებოდა ტრენინგები აღნიშნულ თემატიკაზე და ორგანიზაციები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებებსა და მიღწეულ შედეგებს, რომელიც უმცირესობების, მიგრანტების, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და თანაცხოვრებას უკავშირდებოდა.
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობას იღებდა 21 მონაწილე 10 ქვეყნიდან. მათ წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთ ორგანიზაციულ საქმიანობასა და მიზნებზე, მონაწილეები გაეცნენ როგორც კავკასიის ახალგაზრდული კავშირის, ასევე მასტერფის საქართველოს საქმინობას და მიზნებს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace