ახალი თაობა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის #2

დამატების თარიღი: 14 December 2014 / 23:35

2014 წლის 14 დეკემბერს, “კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა” გამართა მორიგი ტრენინგი პროექტი “ახალი თაობა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის” ფარგლებში, რომელიც vivus.ge -ს და ertad.ge – ს მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენინგი გაიმართა ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით რაიონის სკოლის მოსწავლეებისთვის. ტრენინგის თემებს წარმოადგენდა: სამოქალაქო საზოგადოების არსი და როლი დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაში, ბულინგი და ძალადობა, მსოფლიო ლიდერების და განათლების როლი საერთაშორისო მშვიდობის დამყარებაში, განათლების მნიშვნელობა უკეთესი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გარდა ამისა  “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის”  შრი-ლანკელმა მოხალისემ წარმოადგინა პრეზენტაცია საკუთარ ქვეყანაზე, რომლის მიზანსაც ქართველი ახალგაზრდებისთვის შრი-ლანკური კუტლურის, ტრადიციების, ღირსშესანიშნაობების და კულტურათა მრავალფეროვნების გაცნობას წარმოადგენდა.

 

პროექტი მოიცავდა თემატურ თამაშებსა და აქტივობებს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართება კიდევ ოთხი ტრენინგი საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ხარაგულის ტურიზმის  ცენტრს გაწეული დახმარებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace