ახალი თაობა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის #5 სოფელი კოდა

დამატების თარიღი: 25 January 2015 / 15:49

2015 წლის 24 იანვარს, «კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა» და «მასტერფის საქართველომ», განახორციელა «ახალი თაობა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის» პროექტის მე-5 პროექტი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, რომელიც vivus.ge -ს და ertad.ge — ს მხარდაჭერით ხორციელდება.

ტრენინგი გაიმართა სეფელ კოდის საჯარო სკოლაში. ტრენინგის თემებს წარმოადგენდა: სამოქალაქო საზოგადოების არსი და როლი დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში», ბულინგი და ძალადობა, მსოფლიო ლიდერების და განათლების როლი საერთაშორისო მშვიდობის დამყარებაში», განათლების მნიშვნელობა კარგი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა «კავკასიის ახალგაზრდული კავშირის» შრი-ლანკელმა მოხალისემ წარმოადგინა პრეზენტაცია საკუთარ ქვეყანაზე, რომლის მიზანსაც ქართველი ახალგაზრდებისთვის შრი-ლანკური კუტლურის, ტრადიციების, ღირსშესანიშნაობების და კულტურათა მრავალფეროვნების გაცნობას წარმოადგენდა. აღნიშნულ პროექტის ამ ნაკადში ჩაერთო 25 ახალგაზრდა მე-9 — მე-12 კლასების ჩათვლით.

კოდის საჯარო სკოლას კაინექსმა გადასცა საჩუქრად წიგნები, რომელიც 21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტის შედეგად იქნა შეძენილი.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace