ახალი თაობა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის #1

დამატების თარიღი: 12 December 2014 / 23:24

2014 წლის 12 დეკემბერს, “კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა” დაიწყო პროექტის “ახალი თაობა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის” განხორციელება, რომელიც vivus.ge -ისა და ertad.ge – ის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

პირველი ტრენინგი გაიმართა თბილისი #176 საჯარო სკოლაში. ტრენინგის თემებს წარმოადგენდა: სამოქალაქო საზოგადოების არსი და როლი დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში”, ბულინგი და ძალადობა, მსოფლიო ლიდერების და განათლების როლი საერთაშორისო მშვიდობის დამყარებაში”, განათლების მნიშვნელობა უკეთესი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში. აღნიშნულ პროექტის პირველ ნაკადში ჩაერთო 25 ახალგაზრდა მე-9 – მე-12 კლასების ჩათვლით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართება კიდევ 5 ტრენინგი საქართველოს სხვადასხვა რაიონებში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace