ახალი პროეტი -„ინტერკულტურული ციფრული ევროქარავანი“ დაიწყო

დამატების თარიღი: 25 August 2021 / 16:38

23 აგვისტოს ჩვენს ორგანიზაციაში დაიწყო ახალი პროეტი „ინტერკულტურული ციფრული ევროქარავანი“ (InterCultural Digital EuroCaravan) რომელშიც მონაწილეობას იღებს 10 ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
„ინტერკულტურული ციფრული ევროქარავანი“ არის კრეატიული პროექტი, რომელიც კოვიდ პანდემიის კრიზისს უკავშირდება. პროექტის ფარგლებში კულტურა იქნება გამოყენებული, როგორც ინსტრუმენტი საზოგადოებების დასაახლოვებლად და გაზრდის სოლიდარობას ახალგაზრდა ევროპელებში. პოზიტიური ისტორიების და ამბების გაზიარებით ჩვენ გვჯერა რომ გავაძლიერებთ ევროპულ სულისკვეთებას საზოგადოებაში და გავზრდით მოტივაციას მოწყვლად ჯგუფებში. პროექტის მთავარი თემატიკა იქნება იდენტობა, დიალოგი და თანამშრომლობა, რაც დააკავშირებს ახალგაზრდებს ერთმანეთთან და გაზრდის მათ შორის თანამშრომლობის ხარისხს. ერთობლივი სიალური მედიის კამპანიები, რომელზეც იმუშავებენ მონაწილეები, იქნება გამოხმაურება ერთობის და ინტერკულტურული დიალოგის, რაც გაზრდის ერთობას და თანამშრომლობას ევროპელ ახალგაზრდებს შორის.
პროექტი ხორციელდება Libertas Center for Interreligious Dialogue/Institute of Religion and Society (უკრაინა), კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა (საქართველო) და JUBUK ის ორგანიზებით.
ინტერკულტურული ციფრული ევროქარავანის ერთ-ერთი მიზანია შეკრას ახალი, კულტურული და სულიერი კავშირები ევროპელ ახალგაზრდებს შორის, და ასევე დაეხმაროს მათ ახალი საკითხების შესწავლაში, გაზიარებასა და შექმნაში.
პროექტში მონაწილეობას იღებს 30 ახალგაზრდა გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, რომელთაც 8 საგანმანათლებლო ონლაინ ტრენინგ/სემიანრი ჩაუტარდება.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace