ბავშვებისთვის!

დამატების თარიღი: 06 April 2020 / 15:47

კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები ოჯახების უმრავლესობას ეკონომიკური სიდუხჭირით ემუქრება. როდესაც ქვეყანა პანდემიის კრიტიკულ ფაზაში გადადის არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ბავშვების არსებობის შესახებ, რომლებსაც ელემენტარული საჭიროების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე არ მიუწვდებათ ხელი. მაშინაც კი როდესაც ცხოვრება რთულია ჩვენ უნდა განვაგრძოთ ერთმანეთზე ზრუნვა და მცირედი სითბოს გაზიარება.

ზემოთ ხსენებული ვითარებიდან გამომდინარე როტარაქტ კლუბისა და მასტერფის საქართველოს ლიდერების ინიციატივით ვიწყებთ საქველმოქმედო მოძრაობას „ბავშვებისთვის“. ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახებს ისევე როგორც შეჭირვებულ მშობლებს, რომლებიც ვერ ახერხებენ შვილების გამოკვებასა და ელემენტალური საჭიროების ნივთებით მათ უზრუნველყოფას. ჩვენი გუნდის წევრების შრომითა და თქვენი მხარდაჭერით არსებული დახმარება არ იქნება ერთჯერადი.

საწყის ეტაპზე არსებული საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილი თანხა შეგროვდა ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების, ორგანიზაციის პარტნიორებისა და თანამოაზრეების ჩართულობის შედეგად, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.

ამ ეტაპზე ვაგროვებთ ინფორმაციას შესაძლო ბენეფიციარების შესახებ. თუკი მოგეპოვებათ ინფორმაცია მრავალშვილიანი ოჯახებისა და შეჭირვებული მშობლების შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და გვაცნობოთ მათ შესახებ ინფორმაცია მითითებულ ნომერზე: 599 29 21 01 – მარიამ ჯუღელი ან მოგვწეროთ ჩვენს FB გვერდებზე: https://bit.ly/2RiWfar – Rotaract / https://bit.ly/3bZ2s3f – MasterPeace

გსურთ, რომ ჩაერთოთ ჩვენს საქველმოქმედო მოძრაობაში? მაშინ მოგვწერეთ ზემოთ აღნიშნულ FB გვერდებზე თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი. იმ შემთხვევაში თუკი გსურთ, რომ თქვენი ფინანსური წვლილი შეიტანოთ საქველმოქმედო საქმიანობაში შეგიძლით გადმორიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე: GE48BG0000000583045800, მიმღები – მარიამ ჯუღელი, დანიშნულებაში მიუთითეთ – ქველმოქმედება.

მადლობა თანადგომისათვის!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace