მეგობრებო მიუხედავად ახალი რეგულაციებისა მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ჩვენ მაინც მოვახერხეთ, რომ დღეს გლდანში მცხოვრები, 5 შვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი გაგვეხარებინა!
იმისათვის, რომ მეტი ოჯახის დახმარება შევძლოთ გთხოვთ დაგვეხმაროთ თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე: თანხით, ჩართულობითა თუ უბრალოდ პოსტების გაზიარებით.
თითოეული კონტრიბუცია არის უმნიშვნელოვანესი!
პ.ს. დღევანდელ დღემდე თქვენი შემოწირულობებით შეგროვდა 234 ლარი, რომლითაც დღეს დავეხმარეთ 5 შვილიან ოჯახს და ხვალ კიდევ ერთ ოჯახს დავეხმარებით.
შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ არსებულ ფოტოში.
მადლობა თანადგომისთვის!