ჩვენთან 2021 წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო.
საქველმოქმედო მოძრაობა “ბავშვებისთვის – For Kids” ფარგლებში ჩვენი ორგანიზაცია კიდევ 4 მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა, საიდანაც ერთი 8-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს აფრიკის დასახლებაში, სამი მრავალშვილიანი ოჯახი კი ორხევის სოციალურ სახლში.
გიზიარებთ დღევანდელ კადრებს.
ქვეყანაში არსებული რთული სოციალური პირობების გამო იმ მრავალშვიან ოჯახთა რიცხვი, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, დღითიდღე მატულობს.
თუ გაქვთ სურვილი, საკუთარი წვლილი შეიტანოთ კეთილი საქმის კეთებაში და დაეხმაროთ შეჭირვებულ ოჯახებს, შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე:
მიმღები: მარიამი ყირიმელი
დანიშნულება: საქველმოქმედო
(ინფორმაციის გამჭვირვალობისთვის ქველმოქმედთა მიერ გადმორიცხული თანხები და გვარები დაიდება პოსტებში)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 599-883-440
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!