გადაჭრის თუ არა პრობლემას სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკება?

დამატების თარიღი: 11 August 2014 / 21:29

[რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, გამართა, სოხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, შეხვედრა, მთიანი ყარაბაღის პრობლემის თაობაზე.]

იმის გათვალისწინებით, რაც ახლო აღმოსავლეთსადა უკრაინაში ხდება, სხვა მხარეებს არ სურთ ესკალაცია, სისხლის ღვრა და მსხვერპლი.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული ძალების კონფლიქტი გამწვავდა, რასაც ორივე მხარს მსხვერპლი მოჰყვა.

იმ წუთიდან, როცა მთიანი ყარაბაღის დიდი ხნის მიყუჩებული, მაგრამ კვლავ აქტიური კონფლიქტი წამოიჭრა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის, კავკასიაში გაერომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ევროკავშირმა, ირანმა და მრავალმა სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა პატივი ეცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის და განაახლა შეჩერებული სამშვიდობო მოლაპარაკებები.

9 და 10 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, შეხვდა ქალაქ სოჭში. მართალია ორივე მხარე პატივს სცემს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას , თუმცა არსებული გარემოებების გამო რამდენად აღასრულებეს უცნობია.

აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერთადერთია მსოფლიოში, 1994წლიდან რომელმაც ორმაგ წარმატებას მიაღწია: შეიარაღებული ძალების ბალანსირება  2დაპირისპირებულ მხარეს და იმედი მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ბოლო 3 წელია ზემოთ აღნიშნული წარმატება ნელ-ნელა სუსტდება.

მოცემული პრობლემა, იწვევს აზერბაიჯანელ ხალხში აზრთა სხვადასხვაობას, ერთის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტზე მთიანი ყარაბაღში (სადაო ტერიტორიაზე), მეორე მხრივ აზერბაიჯანის არაპროპორციული ხარჯები სამზედრო შეიარაღებაზე, თუმცა მიუხედავად ამისა  აზერბაიჯანში აქვთ იმის რწმენა, რომ ჰყავთ მაღალი დონის ჯარი.

გარდა ამისა შორის დაძაბულობა ღრმავდება და ფართოვდება , ჩნდება უიმედობის გრძნობა სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. შესაძლებელია კონფლიქტის უფრო გამწვავება, მთავარი მოთამაშეებმა აუცილებლად უნდა დააბალანსონ სამხედრო კონფლიქტი და განაახლონ მაღალი დონის სამშვიდობო მოლაპარაკებები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია:  http://www.aljazeera.com/indepth/opinion/2014/08/armenia-azerbaijan-nagorno-kara-201489124936667673.html

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace