გაფორმდა მემორანდუმი “უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვის და ინტეგრაციის ცენტრსა” და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის

დამატების თარიღი: 11 March 2016 / 17:28

2016 წლის 11 მარტს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა უნივერსიტეტის მხრიდან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ბაია ივანეიშვილმა და მეორე მხრივ, კავკასიის ახალგაზრდული კავშირის პრეზიდენტმა გიორგი აზარიაშვილმა. მემორანდუმის საფუძველზე უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი იღებს პასუხისმგებლობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები ჩართოს სტაჟირების პროგრამაში, მისცეს მათ შანსი მონაწილეობა მიიღონ ცენტრის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, ტრენინგებში, რომელსაც ორგანიზაცია ატარებს რეგიონებში. ზოგადი სიტუაცია მეტყველებს იმაზე, რომ უცხოელ სტუდენტებს რეალურად არ აქვთ საშუალება ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში, ცენტრი კი აძლევთ მათ გამოცდილების მიღების, პროექტების ორგანიზებაში ჩართვისა და თავიანთი ინიციატივების განხორციელების შეაძლებლობას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების პარტნიორობასა და თანადგომას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace