გენდერული თანასწორობის ქრონიკები საქართველოში

დამატების თარიღი: 03 March 2021 / 11:30

   რა კარგია, როდესაც ბევრი აქტიური და საინტერესო ახალგაზრდა იყრის ერთად თავს.
   სწორედ ასე ჩაირა ჩვენმა მორიგმა აქტივობამ “გენდერული თანასწორობის ქრონიკები საქართველოში“, რომელიც გუშინ, 28 თებერვალს გაიმართა.
   შეხვედრას უძღვებოდნენ, როგორც ორგანიზაციის წევრი, ასევე მოწვეული სპიკერები, რომლებმაც ისაუბრეს გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
თითოეულმა მათგანმა მონაწილეებს გაუზიარა პირადი გამოცდილება, რის შემდეგაც დარჩენილი დრო თემატურ დისკუსიას დაეთმო.
   ღონისძიების ბოლოს, მოწვეულმა მხატვარმა დავით ყელბერაშვილმა შექმნა პოსტერი, რომელსაც ძალიან მალე გაგიზიარებთ.
   ჩვენ კი, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს იდეებს და გვეხმარება მათ განხორციელებაში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace