დაგეგმე მომავალი დღესვე – სოფელი შავშვები

დამატების თარიღი: 03 December 2014 / 23:07

მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია, 2014 წლის 3 დეკემბერს „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა“ და „მასტერფის საქართველო“-სთან თანამშრომლობით, შავშვების დევნილთა დასახლებაში განხორციელდა სასწავლო ტრენინგ ტური “დაგეგმე მომავალი დღეს”. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ჯგუფის წევრები, ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: მომავალი პროფესიის არჩევა და მისი მნიშვნელობა მოსწავლეების სამომავლო განვითარებისთვის. დამატებით გაიმართა ტრენინგი მშვიდობის თემაზე, განათლებისა და ლიდერების როლის მნიშვნელობაზე მსოფლიო მშვიდობის მიღწევაში. ტრენინგი დატვირთული იყო შემეცნებითი და გამახალისებელი აქტივობებით

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace