დაგეგმე მომავალი დღესვე – წეროვანის დევნილთა დასახლება

დამატების თარიღი: 23 October 2014 / 23:08

„მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის“ ფარგლებში,  რომელსაც ახორციელებს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია, 2014 წლის 21 ოქტომბერს, „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა“ და „მასტერფის საქართველო“-სთან თანამშრომლობით,  წეროვანის დევნილთა დასახლებაში განხორციელდა სასწავლო ტრენინგ ტური “დაგეგმე მომავალი დღესვე”.   ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის ფარგლებში შექმნილი ხალგაზრდული ჯგუფის წევრები,  ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: მომავალი პროფესიის არჩევა და მისი მნიშვნელობა მოსწავლეების სამომავლო განვითარებისთვის.

დამატებით გაიმართა ტრენინგი მშვიდობის თემაზე, განათლებისა და ლიდერების როლის მნიშვნელობაზე მსოფლიო მშვიდობის მისაღწევად. .ამასთან ტრენინგი დატვირთული იყო შემეცნებითი და გამახალისებელი აქტივობებით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace