დასრულდა სტაჟიორების მიღება “უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრში”

დამატების თარიღი: 24 February 2016 / 17:00

დასრულდა სტაჟიორების მიღება ,,უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრში‘’. აპლიკაციების მიღება ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო. სულ შემოვიდა 50-ზე მეტი განცხადება, მეორე ეტაპზე ოცდახუთი აპლიკანტი გადავიდა, ხოლო ცენტრში სტაჟირებას ათი მონაწილე გააგრძელებს. ისინი თავიანთი სურვილის, ინტერესებისა და კომპეტენციის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებებში, ესენია: საინფორმაციო დახმარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება, იურიდიული მიმართულება, პროექტების საორგანიზაციო მიმართულება.
ცენტრი ულოცავს მათ და უსურვებს წარმატებულ საქმიანობას!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace