ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ანა ბრასერმა (Anna Brasseur) გამართა პრესასთან შეხვედრა, როგორც ასამბლეის შემოდგომის სესიის ნაწილი. კონფერენციის განმავლობაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეეხო მრავალ საკითხს, მათ შორის, მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტს, იუწყება ევროპის საბჭოს ბიურო.
სომეხი ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა მთიანი- ყარაბაღის შესაძლო მონაწილეობას მოლაპარაკებებში, როგორც განცალკევებული მხარე, ანა ბრასერმა განაცხადა: „მე ვიყავი აზერბაიჯანში გასულ კვირას. ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ხაზი გავუსვი ორივე მხარის დელეგაციებს შორის კონტაქტის დაარსების მნიშვნელობას. ეხლა, ეს გადაიქცა ძალიან რთულ, თითქმის შეუძლებელ საკითხად. მაგრამ, ორივე დელეგაციის ერთად თავმოყრა ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპული საბჭოს წინა პრეზიდენტმა ამ ორ მხარეს შორის მოაწყო შეხვედრა. მეც ასევე ორგანიზება გავუწიე რამოდენიმე შეხვედრას. თუმცა, მხარეებმა ეს უარყვეს. ჩვენ შეგვიძლია ეს საკითხი საპარლამენტო დონეზე განვიხილოთ, რადგან ჩემი მიზანი ორივე მხარის ურთიერთშეთანხმებაა. სიმართლე რომ გითხრათ, ამ საკითხის გარშემო სიტუაცია ძალიან კრიტიკული ან შეიძლება ითქვას შეუძლებელიც კი არის. ჩვენ, მუშაობის გასაგრძელებლად გვჭირდება, რომ ორივე მხარემ მიაღწიოს ურთიერთშეთანხმებას.“
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.news.az/articles/karabakh/92389