ერასმუს +ის ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი (YOUTH EXCHANGE) სომხეთში.
მოგესალმებით მეგობრებო, კორონა დასასრულსუახლოვდება და გიბრუნდებით პოზიტიური ამბებით .
ჩვენი გერმანელი პარტნიორი ორგანიზაცია „ჯუბუკი“, ერასმუს + ის პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს ახალგაზრდულ პროექტს – „ახალგაზრდები რეგიონალურ ტურიზმში“ (Youth In Rural Tourism).
-პროექტის ჩატარების დრო – 21 ივნისი -2 ივლისი
-ადგილი – სომხეთში, წახკაძორი, სასტუმრო ALPINA HOTEL.
-მონაწილის ასაკი – 18-30 წელი
-პროექტის ფარგლებში 42 ახალგაზრდა შეიკრიბება გერმანიიდან, ესპანეთიდან, ირლანდიიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და საქართველოდან.
პროექტის მთავარი დანიშნულებაა ასწავლოს მონაწილეებს მეწარმეობა, განუვითაროს უნარები, რომელიც დაკავშირებულია რეგიონალური და სასოფლო ტურიზმის განვითარებასთან.
პროექტის მიზნებია:
– ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალურ აქტივიზმს და მეწარმეობის გავიტარებას.
– ასწავლოს მონაწილეებს ბიზნეს პროექტის შექმნა და აღჭურვოს ისინი შესაბამისი კომპეტენციებით.
– ასწავლოს მონაწილეებს ტექნოლოგიების გამოყენება თავიანთი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად.
– გააცნოს მონაწილეებს რეგიონალური/სასოფლო ტურიზმისა და გესტჰაუსების ბიზსნესის არსი.
– შექმნას შესაფერისი გარემო კულტურათაშორისი დიალოგისთვის და არაფორმალური განათლებისთვის.
– ხელი შეუწყოს პოზიტიური დამოკიდებულებების შექმნას, ურთიერთპატივისცემასა და ტოლერანტობას მონაწილეებს შორის.
პროექტის ფარგლებში მონაწილეების მგზავრობა, სასტუმრო, კვება და ტრენინგებისთვის საჭირო მატერიალები არის უფასო, დაფინანსებულია ევროკავშირის, ერასმუს + ის პროგრამის მიერ.
პროექტში მონაწილე კანდიდატმა ადგილზე უნდა გადაიხადოს მონაწილეობის 40 ევრო, რომელიც დააწესეს ორგანიზატორებმა.
COVID-19-თან დაკავშირებული წესები და რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის:
-სომხეთში შესვლისთვის საჭიროა ყველა მონაწილეს 72 საათით ადრე ქონდეს გაკეთებული პსრ ტესტი, რომელიც უნდა იყოს ინგლისურ, სომხურ ან რუსულ ენაზე. (ან თარგმნილი ნოტარიულად)
-უკან დაბრუნებისას სავალდებულო არ არის პსრ ტესტის გაკეთება, თუმცა მონაწილე ვალდებულია მომდევნო 8 დღე გაატაროს თვითიზოლაციაში.
– პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
პროექტის დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისურ ენაზე :
პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა CV და ნახევარგვერდიანი სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
CV და სამოტივაციო წერილის გამოგზავნის დედლაინია 10.06.2021.
პ.ს. კანდიდატი რომელსაც არ ექნება CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ავტომატურად დაიბლოკება.