ერასმუს+ ის პროექტი – ,,ფოტოები, რომლებიც ჰყვებიან ისტორიას”

დამატების თარიღი: 17 July 2021 / 14:11

ერასმუს + ის პროგრამის ფარგლებში, 5-16 ივლისის ჩათვლით, სომხეთში, წახკაძორში განხორციელდა ერასმუს + ის ახალგაზრდული პროექტი “ფოტოები, რომლებიც ჰყვებიან ისტორიას” ( images that tell a story) რომელშიც მონაწილეობას იღებდა 8 სხვადასხვა ქვეყანის 40 წარმომადგენელი. 40 განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული ენითა და კულტურით ერთ სივრცეში იყვნენ შეკრებილნი და მიუხედავად ამდენი განსხვავებისა ერთი დიდი საერთო ჰქონდათ – ადამიანების სიყვარული.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ექსკურსიები, რომლის დროსაც მონაწილეებმა მოინახულეს : სევანის ტბა, გარნის ტაძარი და სხვა..
მონაწილეებმა გამოიმუშავეს ისეთი უნარები, როგორიცაა ფოტოების გადაღების ტექნიკის შესწავლა, მათი დამუშავება და დეტალებზე ორიენტირება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც პროექტის წარმატებით განხორციელება განაპირობა მონაწილეებს შორის ხშირი კომუნიკაციის საშუალების მიცემაა, როგორც ტრენინგების განმავლობაში, ასევე თავისუფალი დროის მანძილზე, სხვადასხვა სახის აქტივობებითა თუ ერთ სივრცეში განაწილებით.
დიდი ყურადღება ეთმობოდა პრეზენტაციებს, რომელმაც თითოეულ ქვეყანის წარმომადგენელს საშუალება მისცა, რომ წარმოეჩინათ თავიანთი ქვეყნის კულტურა, ბუნება, ღირებულებები. საქართველოს წარმომადგენლები ამ შემთხვევაში იყვნენ თაკო კოკაია, ნუცა ბორცვაძე, გუგა ხვინთელანი, პაატა შოთაძე და ქეთი ცაციაშვილი.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მონაწილეებისთვის ერასმუსი აღმოჩნდა, როგორც ცოდნის გაღრმავებისთვის საუკეთესო პროექტი, ასევე საუკეთესო საშუალება სხვა ქვეყნებზე ზოგადი წარმოდგენის შექმნის, ახალი მეგობრების გაჩენისა და უამრავი კარგი მოგონების დაგროვების საოცარი გზა.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის მონაწილეებს და პარტნიორ ორგანიზაციებს საინტერესო პროექტის ორგანიზებისთვის და განაგრძობს ახალგაზრდულ პროექტებზე მუშაობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace