ერასმუს + ის პროექტი „Be Active Be Empowered“

დამატების თარიღი: 02 October 2018 / 19:46

2018 წლის 22-30 სექტემბრის ჩათვლით, „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა“ და „მასტერფის საქართველოს“ ორგანიზებით, ბაკურიანში ჩატარდა ახალგაზრდული ტრენინგ კურსი „Be Active Be Empowered“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის, ერასმუს + ის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის მიზანი იყო მონაწილე ახალგაზრდებისთვის გაეცნო მონაწილეობის ასპექტები და მათი გავლენა აქტიურ სოციალურ ცხოვრებაზე, აქტიურ მოქალაქეობაზე, ახალგაზრდულ საქმიანობაზე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, მონაწილეობითი ახალგაზრდული საქმიანობის შემუშავებისა და განხორციელებისათვის. აღნიშნული მეთოდოლოგია აქტიურად გამოიყენება ევროპის არაერთ ქვეყანაში. პროექტის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა 25 ახალგაზრდა უკრაინიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, ლიტვიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან. პროექტის პირველი დღეები დაეთმო მონაწილეების გაცნობას, თიმბილდინგს და შემეცნებით დავალებას ბაკურიანში, როლის მიზანი იყო მონაწილეების მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია. პროექტის მეორე ნახევარში მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ადგილობრივ კულტურას და ისტორიას, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, ვარძია, ხერთვისი და რაბათი, სადაც აგრეთვე მიეცათ საშუალება გასაუბრებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და გაეგოთ მეტი ქართული ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ, დამატებით მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და გაცნობოდნენ ქართული სუფრის ტრადიციას.
მასპინძელი ორგანიზაციები მადლობას უხდიან გერმანულ ორგანიზაციას „Migrants and Minorities Network” წარმატებული თანამშრომლობისთვის და განაგრძობენ მათთან სამომავლო პროექტებზე მუშაობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace