2016 წლის 29 ოქტომრბერი – 5 ნოემბრის ჩათვლით, სომხეთში, აღვერანში Erasmus + ის ფარგლებში, გაიმართა პროექტი – Democracy in Europe, რომელსაც 22 მონაწილე ესწრებოდა სომხეთიდან, ბელარუსიიდან, გერმანიიდან, საქართველოდან, რუმინეთიდან, დანიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან და გაერთიანებული სამეფოდან.
პროექტი მიმდინარეობდა Betzavta-ს მეთოდზე დაფუძნებით, რომელიც ემსახურება ინტერკულტურული ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების ამაღლებას, პროექტის მონაწილეებში, ასევე ავითარებს გუნდური მუშაობის, სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და სწრაფი გააზრების უნარს. ტრენინგის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია ერევანში, სადაც მონაწილეებმა დაათვალიერეს კასკადი, ქ. ეჩმიაძინი, სომხური საპატრიარქო საყდარი, რესპუბლიკის მოედანი და სხვა ღირშესანიშნაობები.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ICIRLD-ის პარტნიორობისთვის.