ერასმუს + ის ტრენინგ კურსები “ციფრული დიალოგი”

დამატების თარიღი: 01 August 2018 / 14:54

2018 წლის 30 ივილისს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს ორგანიზებით, ბაკურიანში დაიწყო ტრენინგ კურსი „ციფრული დიალოგი“ . პროექტი ხორციელდება ევროკავშირის, ერასმუს + ის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მონაწილე ახალგაზრდებს ციფრული ტექნოლოგიების და პროგრამების გამოყენებით შეასწავლოს საკუთარი ფიქრებისა და აზრების გადმოცემა. აღნიშნული მეთოდოლოგია აქტიურად გამოიყენება ევროპის არაერთ ქვეყანაში მოწყვლადი გჯუფების გასაძლიერებლად და მათი პრობლემების გასაჯაროებლად. პროექტის ფარგლებში მონაწილეობას იღებს 27 ახალგაზრდა უკრაინიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან, ჰოლანდიიდან, ავსტრიიდან და საქართველოდან. პროექტის პირველი დღე დაეთმო მონაწილეების გაცნობას, თიმბილდინგს და შემეცნებით დავალებას ბაკურიანში, როლის მიზანი იყო მონაწილეების მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაცნობა. კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ჰოლანდიურ ორგანიზაციას „Growth Organization Netherlands” თანამშრომლობისთვის და განაგრძობს მათთან სამომავლო პროექტებზე მუშაობას. 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace