ერასმუს+ პროექტი ბაკურიანში

დამატების თარიღი: 27 March 2022 / 23:29

📢Erasmus+ ის პროექტები გრძელდება!
🔵ამჟამად, ტრენინგ კურსის “Action for integration and unity” ფარგლებში, 21-29 მარტის ჩათვლით ახალგაზრდებს ვმასპინძლობთ ბაკურიანში. 30-მდე ახალგაზრდა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან შეიკრიბნენ მიგრაციის, ადამიანთა უფლებების, მშვიდობისა და მულტიკულტურალიზმის ირგვლივ სამუშაოდ.
🔵არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით, პროექტი მიზნად ისახავდა მონაწილეებში ცნობიერება აემაღლებინათ მიგრაციის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, ტოლერანტობასა და დისკრიმინაციაზე. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ, მოემზადებინათ პრეზენტაციები და სხვა მონაწილეებისთვის გაეცნოთ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები.
🔵პროექტის ფარგლებში ტარდება ტრენინგ-სესიები, ვორქშოფები, მცირე თეატრალური წარმოდგენები და ა.შ.
🔵მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციისა რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჩვენმა ახალგაზრდა მეგობრებმა უკრაინიდან და მოლდოვიდან მოახერხეს ციფრულად ჩართულიყვნენ პროექტის მიმდინარეობაში.
🔵ტრენინგ კურსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენდა ახალგაზრდებს შორის კულტურათა მიმოცვლვა და ტოლერანტული გარემოს შექმნა.
☑️პროექტი ხორციელდება კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა, მასტერფის საქართველოსა და ფრანგული ორგანიზაციის Comité de Liaison Diagonal France თანამშრომლობით.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace