ერასმუს + პროექტი “ერთად დავიცვათ დედამიწა”

დამატების თარიღი: 08 May 2018 / 00:23

6 მაისს „Masterpeace“ საქართველოს და Let`s Do It საქართველოს ორგანიზებით, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაიწყო პროექტი – „ერთად დავიცვათ დედამიწა“ (Let“s Save The Earth Together”). ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 სხვადასხვა ქვეყნის – გერმანია, უკრაინა, ხორვატია, პოლონეთი, სომხეთი და ავსტრია – წარმომადგენელი ეწვია. პროექტში 35 მონაწილეა ჩართული, თითოეული ქვეყნიდან კი 5 დელეგატია წარმოდგენილი. მონაწილეები 9 დღის განმავლობაში ბაკურიანში არაფორმალურ განათლების პროგრამაში ჩაერთვებიან. “გარემოს დაცვა, დასუფთავება და ეკოლოგია“– არის მთავარი თემა, რომლის გარშემოც გაერთიანდნენ ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროექტის მიზანია ასევე ერთმანეთისთვის საკუთარი ცოდნის, მათ ქვეყნებში არსებული გამოწვევბის და გამოცდილების გაზიარება. პროექტი ხორციელდება ერასმუს + ის ავსტრიის ნაციონალური სააგენტოს მხარდაჭერით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace