ერასმუს+ ტრენინგ კურსი გერმანიაში “Gender+”

დამატების თარიღი: 18 December 2018 / 17:48

კავკასიის ახალგაზრდული კავშირის თანამშრომლებმა თამარ ცაცკრიალაშვილმა და მარიამ ჯუღელმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus + ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგების კურსში Gender +. პროექტი გაიმართა გერმანიაში, კერძოდ კი ველბერტში და მიმდინარეობდა 02.12.18-დან 09.12.18-ის ჩათვლით. პროექტში მონაწილეობა მიიღო 32-მა ახალგაზრდა ლიდერმა და სოციალურმა მუშაკმა: საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ალბანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, დანიიდან, ჩეხეთიდან, ესპანეთიდან, მაროკოდან და ლიბანიდან. მოცემული ტრენინგების კურსის მთავარ მიზანს წარმოადგენდა: გენდერული თანასწორობის საკითხებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, გენდერული როლებისა და მათი მნიშვნელობის გააზრება, სპეციფიკური მიდგომებისა და მეთოდოლოგიების შემუშავება. აღსანიშნავია, რომ ტრენინგების კურსი ეყრდნობოდა არაფორმალური განათლების სტილს, რომელიც საშუალებას აძლევს მონაწილეებს მეტად ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში და გაიაზრონ მოცემული სიტუაცია. პროექტის მონაწილეები შეეცდებიან, რომ მიღებული ცოდნა გამოიყენონ შემდგომ პროფესიულ აქტივობებში. კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას „JUBUK” თანამშრომლობისათვის!

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace