ვეძებთ აქტიურ ახალგაზრდებს “მსოფლიოს დასუფთავების დღის“ საორგანიზაციო ჯგუფში მოხალისეობრივად ჩასართავად, დასაქმების პერსპექტივით!
Let`s Do It საქართველო გთავაზობთ შესაძლებლობას გახდეთ მსოფლიო დასუფთავების დღის ორგანიზატორი, რომელსაც უერთდება 180 ქვეყნის მილიონობით მოხალისე, მათ შორის საქართველოც. დასუფთავების ღონისძიებები გაიმართება 2021 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ყველა რეგიონში.
Let’s Do It! – სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც დაარსდა ესოტენთში 50 000 მოხალისის მიერ ჩატარებული დაასუფთავების აქციით ქვეყნის ყველაზე დაბინძურებული ადგილებში. დღეისთვის არსებული მონაცემებით 180 ქვეყანა 20 მილიონზე მეტი აქტივისტით შეუერთდა დასუფთავების აქციებს.
2021 წლის 18 სექტემბერს ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ქვეყნის მასშტაბით 200 000 მოხალისეს (მოსახლეობის 5%) ჩართვა დასუფთავების აქციებში, რაც შეცვლის არსებულ მდგომარეობას და გარკვეულწილად აღმოფხვრის დანაგვიანების პრობლემას საქართველოში.
პროექტის ფარგლებში, ჩვენ გთავაზობთ 3 თვიან მოხალისეობრივ სამუშაოს შემდეგი მიმართულებებით:
- PR
- სოციალური მედიის მართვა
- პარტნიორებთან ურთიერთობა
- კომპანიებთან, ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან, მედიასთან, მოხალისე ლიდერებთან თანამშრომლობა
- ლოჯისტიკა
ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურ მონაწილეობას.
პოზიტიურ და მეგობრულ დამოკიდებულებას.
ორგანიზაცია მდებარეობს თბილისში, ამიტომ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. თუ თქვენ სხვა ქალაქში/რეგიონში ცხოვრობთ, თვალყური ადევნეთ ჩვენს სიახლეებს, რადგან მალე გამოვაცხადებთ ლიდერების შერჩევას მთელი საქართველოს მასშტაბით.
შერჩეულ 4 მოხალისეს 3 თვის შედეგ გადაეცემათ სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ორენოვანი (ქართული/ინგლისური) სერთიფიკატი. ამას გარდა, აქტიურ მოხალისეებს შევთავაზებთ დასაქმებას ჩვენს ორგანიზაციაში გარემოსდაცვითი მიმართულებით.
Let`s Do It Georgia დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც შემდგომ გაივლიან გასაუბრებას.
მონაწილეობის მისაღებად:
შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა:
აპლიკაციის შევსების ბოლო დღეა 15 აგვისტო, 23:59 საათი.
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ.ფოსტა: letsdoitgeorgia@gmail.com
ტელ: +995 598 23 11 32