თურქული ქალიქ ჰოლდინგი (Turkish Calik Holding) და ალაჩი ჯგუფი (Ahlatci Group) აპირებს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. თურქეთის ორმა კერძო კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან ხელი მოაწერა $500 მილიონიან შეთანხმებას , რათა აშენდეს დიდი ჰიდროელექტრო სადგური.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და თურქული კომპანიის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა აჰმედ სალიკმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს პროექტის შესახებ , ქალაქ თბილისში.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ ილდიზმა განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციები ელექტროენერგიის წარმოების სფეროში გაგრძელდება. „ასეთი სახის ინვესტიციები დიდი პატივია, როგორც თურქეთისათვის ასევე საქართველოსთვის“ განაცხადა ილდიზმა, თბილისში გამართულ ხელმოწერის ცერემონიალზე. Calik Holding -ის მიერ დაფინანსებული ჰიდროელექტროსადგური აშენდება მდინარე რიონზე, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, დასავლეთ საქართველოში. მეორე სადგური აშენდება Ahlatci Group-ის მიერ მდინარე დორლაზე, ჩრდილო-დაავლეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
თურქული ინვესტორი კომპანიები პასუხისმგებელნი არიან განავითარონ ტექნიკური ეკონომიკის კვლევა და გააკეთონ მოხსენება თუ რა ეფექტი აქვს ჰიდროელექტროსადგურებს გარემოზე. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ კი მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა ააშენონ განსხვავებული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები.
Calik Holding -ის ჰიდროელექტროსადგურის საერთო მოცულობა ექნება 223 მგვტ და აწარმოებს 1 მილიარდ კილოვატ საათ ელექტროენერგიას. Ahlatci Group-ის ჰიდროელექტროსადგურს სიმძლავრე იქნება 30 მგვტ და შეეძლება აწარმოოს 125 მილიონი კილოვატი საათი ელექტროენერგია. $50 მილიონიანი მშენებლობა დასრულებული იქნება 2019 წელს.
საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი 2007წლიდან დაიწყო. თურქეთი კი არის შუამავალი ქვეყანა მეზობლებს შორის , რომ შეიძინონ ელექტროენერგია სამხრეთ კავკასიიდან.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ჰიდროელექტროსადგურები აწარმოებენ იმაზე მეტ ენერგიას , ვიდრე საჭიროებს საქართველო, ამიტომ ზედმეტად ნაწარმოები ელექტროენერგია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე თურქეთში. „თურქულმა კომპანიებმა უნდა იცოდნენ საქართველოს ჰიდროელექტრო პოტენციალი“ – აღნიშნავს ელოშვილი
თურქეთს აქვს მზარდი ელექტროენერგიის მოთხოვნა, ხოლო საქართველოს გააჩნია უხვი დენის წყარო, მათ შორის ჰიდრორესურსები. თურქეთში ელექტროენერგიის მოთხოვნის გაორმაგებას ელოდებიან 2010-დან და 2020 წლამდე. ამდენად, მათ მიაჩნიათ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა არის საიმედო ექსპორტიორი ინვენსტიციისთვის. თურქული კომპანიების მიერ ენერგეტიკული პროექტებისთვის გამოყოფილი დიდი დაფინანსება არის საშუალება რომ უკეთ დაინახოს საქართველომ თურქეთის ენერგეტიკული მოთხოვნები და ამავე დროს, წინ იწევა საქართველოს როლი რეგიონალურ ენერგეტიკულ არენაზე.
ჰიდროელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია არის დაახლოებით 85% ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ელექტროენერგიის. მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც მიღებულ იქნა 2006 წელს პარლამენტის მიერ , ამცირებს დამოკიდებულებას ენერგორესურსებზე , მდგრადი განვითარების შიდა ჰიდრორესურსების ხელშეწყობით. საქართველოს მთავრობა ეპატიჟება ტექნიკურად და ფინანსურად კვალიფიციურ , ადგილობრივ და საერთაშორისო დეველოპერებს, რომ ჩადონ ინვესტიცია საქართველოს ჰიდროელექტრიკის ინდუსტრიაში. 2010 წელს მსოფლიო ბანკმა აღნიშნა, რომ ახლა უფრო ადვილია გააკეთო ბიზნეში საქართველოში, ვიდრე 25-დან 22 ევროკავშირის ქვეყანაში. აღსანიშნია ისიც, რომ საქართველო მესამე ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის შორის ინვენსტორების დაცვაში. ეს მაჩვენებლები აძლიერებს საქართველოს გადაწყვეტილებას გამოიყენონ კერძო ინვესტორები, რათა განავითარონ საკუთარი მიზნები ენერგეტიკის სფეროში.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.azernews.az/region/71928.html
s