ილჰამ ალიევმა პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

დამატების თარიღი: 15 October 2014 / 23:25

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო პალესტინის სახელმწიფოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად ალ მალიკმა (Riyad Al Maliki) გადასცა მხურვალე სალამიპალესტინის სახელმწიფოს  პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის (Mahmoud Abbas)სახელით, იუწყება აზერბაიჯანული პრესა.მან განაცხადა რომ, პალესტინაში ძალიან აფასებენ  აზერბაიჯანის მხარდაჭერას და ჰუმანიტარულ დახმარებას. რიად ალ მალიკმა სიამოვნებით აღნიშნა, რომ პალესტინა ყოველთვის გრძნობდა აზერბაიჯანის მხარდაჭერას, გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოში ქვეყნის პრეზიდენტობის დროსაც კი.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაიხსენა, პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წარმატებული ვიზიტი აზერბაიჯანში. აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს მეგობრული ურთიერთობის ძალიან კარგი ისტორია,  სახელმწიფოს მეთაურმა გამოხატა იმედი რომ ორმხრივი მხარდაჭერა და თანამშრომლობა მომავალში კვლავაც  გაგრძელდება.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  მადლობა გადაუხადა მაჰმუდ აბასის მოკითხვაზე და ასევე სთხოვა  რაიად ალ მალიკს, რომ გადაეცა მისი მოკითხვა პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტისთვის.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://news.az/articles/official/92778

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace