ინტელექტუალური ვიქტორინა ხაშურში

23 თებერვალს ხაშურის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა Creative Twinning-ის პროექტ ACT-ის საფუძველზე ჩაატარეს ინტელექტუალური ვიქტორინა. ვიქტორინის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში თავიანთი ნიჭის გამოვლენის წახალისება. ვიქტორინას 20-მდე ხაშურის რაიონის სკოლის მოსწავლე ესწრებოდა. ვიქტორინის საფუძველზე გამოვლინდა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები. მათ საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ხაშურის მეექვსე საჯარო სკოლას პარტნიორობისთვის და წარმატებებს უსურვებს ყველა მოსწავლეს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace