2015 წლის 22 დეკემბერს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა დ ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ინტერკულტურული საღამო. პროექტში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი სტუდენტები იღებდნენ, რომელთაც იმსჯელეს კულტურული მრავალფეროვნების შესახებ და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები
განსხვავებული ეროვნების ადამიანთა ჰარმონიული თანაცხოვრების მნიშვნელობაზე. ღონისძიების პრეზენტატორები იყვნენ სტუდენტები შრი-ლანკიდან და ანტიგუა და ბარბუდადან, რომლთაც მსმენელს რამდენიმეწუთიანი პრეზენტაცია შესთავაზეს თავიანთი ქვეყნის კულტურის, ისტორიის, ტრადიციების, ღირსშესანიშნაობების, გეოგრაფიული მრავალფეროვნების შესახებ. მოხსენებამ მსმენელში დიდი დაინტერესება გამოიწვია და პრეზენტაცია კითხვა -პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პროექტის დასასრულს მონაწილეებს ასევე ჰქონდათ საშუალება დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები .
ცენტრი მადლობას უხდის მომხსენებლებს თანამშრომლობისთვის და აგრძელებს მსგავსი მიმართულებით საქმიანობას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს განსხვავებული კულტურის ადამიანთა ინტეგრაციის პროცესში.