ინტერკულტურული დიალოგი და ფილმის ჩვენება

დამატების თარიღი: 14 November 2015 / 17:39

2015 წლის 13 ნოემბერს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ინტერკულტურული დიალოგი. უცხოელმა და ქართველმა სტუდენტებმა ისაუბრეს თავიანთი კულტურის შესახებ.
შეხვედრის მეორე ნახევარში მოეწყო ფილმის ჩვენება – დისკუსია ინტერკულტურულ თემატიკაზე. ახალგაზრდებმა საქართველოდან, ნიგერიიდან, ინდოეთიდან და შრი-ლანკადან ერთად იმსჯელეს ინტეგრაციის აუცილებლობაზე, იმ პრობლემებზე, რომლებსაც განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას აწყდებიან.
პროექტის მთავარი იდეა სწორედ ინტეგრაციის, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის ჰარმონიული თანაცხოვრების ხელშეწყობა.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace