ინტერკულტურული საღამო უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვის და ინტეგრაციის ცენტრში

დამატების თარიღი: 31 October 2015 / 00:04

2015 წლის 30 ოქტომბერს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ინტერკულტურული საღამო. სტუდენტებმა ნიგერიიდან და ინდოეთიდან საინტერესოდ წარადგინეს თავიანთი კულტურა, ღირსშესანიშნაობები. პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეგემობნებინათ მათი სამზარეულო – ტრადიციული კერძები და სასმელები.
მოგვიანებით მოეწყო ფილმის ჩვენება – დისკუსია ინტერკულტურულ თემატიკაზე. ახალგაზრდებმა საქართველოდან, ნიგერიიდან, ინდოეთიდან და შრი-ლანკადან ერთად იმსჯელეს ინტეგრაციის აუცილებლობაზე, იმ პრობლემებზე, რომლებსაც განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას აწყდებიან.
პროექტის მთავარი იდეა სწორედ ინტეგრაციის, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის ჰარმონიული თანაცხოვრების ხელშეწყობაა.

 

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace