ინტერკულტურული ციფრული ევროქარავანის მორიგი ონლაინ ტრენინგი

დამატების თარიღი: 23 September 2021 / 17:17

22 სექტემბერს, პროექტი „ინტერკულტურული ციფრული ევროქარავანის“ ფარგლებში მორიგი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ავსტრალიელი ციფრული მარკეტინგის ლექტორი, კოსტა ლუკასი უძღვებოდა. აღნიშნული ტრენინგის მთავარი თემატიკა იყო სოციალური მედიის მართვა, კამპანიების დაგეგმვა და სწორი კომუნიკაცია აუდიტორიასთან.
ამას გარდა მონაწილეობმა წარადგინეს თავისი პირველი ნამუშევრები და მიიღეს შესაბამისი რჩევები, თუ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ წარმატებული ონლაინ, ციფრული კამპანია.
პროექტი ხორციელდება Libertas Center for Interreligious Dialogue/Institute of Religion and Society (უკრაინა), კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა (საქართველო) და JUBUK ის ორგანიზებით.
პროექტში მონაწილეობას იღებს 30 ახალგაზრდა გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, რომელთაც კიდევ 5 საგანმანათლებლო ონლაინ ტრენინგ/სემიანრი ჩაუტარდება. პარალალურად ყველა მონაწილე მუშაობს სხვადასხვა ციფრულ კამპანიებზე, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ სხვადასხვა ციფრული არხების გამოყენებით.
პროექტი ხორციელდება EVZ Fundation-ის მხარდაჭერით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace