კვლევის პრეზენტაცია და ტრენინგები შილდაში

დამატების თარიღი: 14 July 2017 / 15:16

2017 წლის 13  ივლისს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ორგანიზებით, შილდაში, ყვარელის მუნიციპალიტეტში,  პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები  ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ლიდერობა, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში და სოციალური მეწარმეობის საფუძვლები.
ღონისძიებას 19  ახალიგაზრდა ლიდერი და სკოლის მოსწავლე დაესწრო.  ტრენინგები იყო ინტერაქციული და მოიცავდა ჯგუფებში მუშაობას, წორქსოპებსა და პრეზენტაციებს.  პროექტი ახალგაზრდული რეფლექსის მიზანია კვლევის გაცნობა და მის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების ჩართულობითა და გაძლიერებით ადგილობრივ დონეზე, რაც მათ თემში პოზიტიურ ცვლილების საწინდარი იქნება.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო პოსტერები და სერთიფიკატები.
ღონისძიება დაიწყო კვლევის შედეგების პრეზენტაციით, რომელსაც ახალგაზრდებთან ერთად ყვარელის საკრებულოს თავჯდომარე და აპარატის წევრები ესწრებოდნენ.

კავკასიის ახალგაზრდული კავშრი მადლობას უხდის ყვარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაწეული დახმარებისტვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace