მოლდოვაში, საერთაშორისო კონფერენციაზე მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტს განიხილავენ

დამატების თარიღი: 24 September 2014 / 20:11

კიშინიოვში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სახელად „სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და ადამიანის უფლებათა დაცვა„ გადმოსცემს აზერბაიჯანის საელჩო მოლდოვაში . შეხვედრა ორგანიზებული იყო სახალხო პალატის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და ჩატარდა მოლდოვის სახალხო დამცველის აურელია გრიგორიუს (Aurelia Grigoriu) ეგიდით , რომელმაც დიდი ყურადღება მიიქცია , იუწყება აზერბაიჯანული პრესა.

ფორუმის მთავარი მიზანია გააგებინოს მსოფლიო საზოგადოებას, რომ საერთაშოორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი – სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა – არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს და რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ტოლერანტობის იდეას და ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. კონფერენციას ესწრებოდა მოლდოვის ექს-პრეზიდენტი პეტრუ ლუჩინსკი (Petru Lucinschi), აზერბაიჯანის ელჩი კიშინიოვში ნამიკ ალიიევი(Namik Aliyev), ანდრია პინტიას (Andrea Pintya) პირველი პროკურორი, ასევე: უნგრეთის, უკრაინის, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები , ომბუცმენები და მათი წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, პაკისტანიდან და უკრაინიდან.

კონფერენცია რამდენიმე სხდომისგან შედგებოდა, სადაც განიხილეს დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა თემები, როგორებიცაა: მთიანი – ყარაბაღის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, დნესტრისპირეთის კონფლიქტები და უკრაინის მდგომარეობა. კონფერენციის პლენარული სესია დაეთმო აზერბაიჯანის ელჩს მოლდოვაში ნამიკ ალიევს. დიპლომატმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორებიცაა დემოკრატიული პროცესების განვითარების პროცესი პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, ადამიანის უფლებათა დაცვა, მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტი და სომხების აგრესია , იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობა და ადამიანთა უფლებების დაცვის საქმე. ელჩმა აღნიშნა რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ყურადღებას არ აქცევენ საერთაშორისო კანონმდებლობას და მიმართავენ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას ტერიტორიულ კონფლიქტებსა და ადამიანთა უფლებების დაცვის საქმეში, ყურადღებას არ აქცევენ ეთნიკურ წმენდას და სომეხი პოლიტიკოსების მიერ მონოეთნიკური ზონების შექმნას სამხრეთ კავკასიაში. შემთხვევითი არ არის, რომ ისინი პირისპირ დგანან იმავე პრობლემის წინაშე.

დიპლომატიური მისიის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მთავარი მიზანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება და მილიონობით აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებული პირის უფლებების აღდგენაა. კონფერენციას მოყვა მოლდოველი მწერლის, რუსლან შევჩენკოს წიგნის პრეზენტაცია, სახელად „ სომხეთი – აზერბაიჯანის კონფლიქტი: ისტორია და თანამედროვეობა“.

სრული სტატია იხილეთ:

http://news.az/articles/karabakh/92196

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace