მონაწილეების შერჩევა ერასმუს + ის პროექტზე

დამატების თარიღი: 10 April 2018 / 12:46

მოგესალმებით

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი და მასტერფის საქართველო  ეძებს 3 მოტივირებულ  ლიდერს,  ერასმუს + ის ახალგაზრდულ გაცვლით პროექტზე   „ერთად დავიცვათ დედამიწა“ მონაწილეობის მისაღებად.

პროექტი ჩატარდება ბაკურიანში,  5-13 მაისი;

პროექტში მონაწილეობას იღებს 35 ახალგაზრდა გერმანიიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან ხორვატიიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან;

პროექტის მიზნებია:

  • დაეხმაროს ახალგაზრდებს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის მიღებაში.
  • ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა გარემოსდაცვითი თემების შესახებ.
  • მონაწილე ქვეყნებში არსებული გამოწვევების გაზიარება, როგორიცაა დანაგვიანება, ჰარეის დაბინძურება, ხეების მოჭრა, რესაიქლინგი და ა.შ.
  • მოახდინოს მონაწილეების ინფორმირება მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი ღონისძების შესახებ, რომელსაც მსოფლიო მოძრაობა Let`s Do It ახორციელებს 150 ქვეყანაში. დასუფთავების აქცია მოეწყობა 2018 წლის 15 სექტემბერს და ჩვენი მიზანია მსოფლიო მოსახლეობის მინიმუმ 5% ჩავრთოთ აღნიშნულ ღონისძიებაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებების, ვოქშოპების, გარემოს დასუფთავების, ხეების დარგვის, საინფორმაციო კამპანიების, განხორციელება.

მონაწილეობა პროექტში არის უფასო, ასევე ყველანაირ ხარჯს როგორიცაა მგზავრობა, ეკსკურსია, სასტუმრო, კვება  და ა.შ. დაფარავს პროექტი.

შერჩეული 3 მონაწილე ჩაერთვება Let`s Do It – საქართველოს საქმიანობაში და ორგანიზაციის გუნდთან ერთად იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებით. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე და ფეისბუქის ფეიჯზე.

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა ინგლისური ენის მინიმუმ  B1 დონეზე ცოდნა.

პროექტის მონაწილის ასაკი უნდა იყოს 18-29 წელი.

პროექტში და Let`s Do It – საქართველოს აქტივობებში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ  CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) და ნახევარგვერდიანი სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:  caucasusyouthnexus@gmail.com

გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ: 555755977;  597757984;

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace