მონაწილეების შერჩევა Let`s Do It World-ის კონფერენციისთვის

დამატების თარიღი: 13 November 2017 / 18:38

მოგესალმებით

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი და Let`s Do It საქართველო გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას მიიღოთ მონაწილეობა  CLEAN WORLD CONFERENCE 2018 (სუფთა მსოფლიოს კონფერენცია 2018), რომელიც გაიმართება 2018 წლის 25-28 იანვარს ტალინში, ესტონეთი.

კონფერენციას დაესწრება 300 დელეგატზე მეტი მსოფლიოს 150  ქვეყნიდან.

კონფერენციის ჩატარების ადგილია რედისონ ბლუ ტალინი. (Radisson BLU Sky Hotel Tallinn)

Let’s Do It! –  სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც დაიწყო ესტონეთში 2008 წელს,  როდესაც 50 000-მა  მოხალისემ დაასუფთავა ქვეყნის ყველაზე დაბინძურებული ადგილები სულ რაღაც 5 საათში.  მას შემდგომ „Let’s Do It“ -მა განავრცო ეს მოდელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ლოზუნგით – “ერთი ქვეყანა ერთ დღეში”. დღეისთვის არსებული მონაცემებით, 140 ქვეყანა 16 მილიონზე მეტი მოსახლეობით შეუერთდა დასუფთავების აქციებს.  Let`s Do It საქართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს 9 დასუტავების აქცია, რომელშიც 400-მდე მოხალისე იყო ჩართული.

კონფერენციის განრიგი:

25 იანვარი – ჩასვლა და დაბინავება სასტუმროში, აეროპორტიდან მონაწილეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ორგანიზატორთა გუნდი.

26-27 იანვარი – სამუშაო დღეები, მონაწილეთა გაცნობა, ვორქშოპები და სესიები გარემოს დაცვის თემატიკაზე, პრაქტიკული სამუშაოები,  2018 წლის 15 სექტემბრისთვის (მსოფლიოს დასუფთავების დღე) მზადება.

28 იანვარი – 4 საათიანი ექსკურსია, ტალინის ღირშესანიშნაობების დათვალიერება. აეროპორტშიგამგზავრება.

 

კონფერენციის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ რამდენიმე დღე და დაათვალიეროთ ესტონეთი, ამ შემთხვევაში ყველანაირ ხარჯებს ფარავს თავად მონაწილე.

საჭირო ხარჯები:

კონფერენციაში მონაწილეობის საფასურია 200 ევრო, რომელსაც მონაწილე გადაიხდის ადგილზე მისვლისას.

ასევე ყველა მონაწილე თავად ფარავს ავიაბილეთის ხარჯებს.

დაზღვევის თანხა – რომელიც საერთოჯამში 5-6 ლარია.

ორგანიზაციის საწევრო – 50 ლარი.

 

კონფერენციის ფარგლებში ყველა მონაწილე იქნება უზრუნველყოფილი სასტუმროს 2-კაციან ნომრით, საუზმით, სადილით და ვახშმით. ასევე მონაწილეობის საფასურში შედის ექსკურსია ტალინში, აეროპორტში დახვედრა და გაცილება ტაქსებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი  (ნახევარი გვერდი) ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: letsdoitgeorgia@gmail.com

Let`s Do It Georgia  დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.

CV- ის და სამოტივაციო წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 26 ნოემბერი. შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრება ჩაუტარდებათ 1-2 დეკემბერს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ.ფოსტა: letsdoitgeorgia@gmail.com

ტელ: +995 555755977

ტელ: +995 597757984

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace