მოგესალმებით
“კავკასიის ახალგაზრდული კავშირი”(www.caynex.ge) და “მასტერფის საქართველოს” კლუბი აცხადებს მოხალისეების მიღებას ორგანიზაციის პროექტებში სამუშაოდ.
დედლაინი CV-ის გამოსაგზავნად არის 8 მარტი.
შერჩევის კრიტერიუმები:
– სტუდენტი 1,2,3 კურსი (ნებისმიერი ფაკულტეტი)
– სასურველიაინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
– მაღალი მოტივაცია
– კომუნიკაბელურობა
– გუნდური მუშაობის უნარი
მოხალისეებს საშუალება ექნებათ:
– მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებში,ტრენინგებზე, სემნარებზე;
– უცხოელებთან ურთიერთობის გამოცდილება;
– პროექტების წერისა და განხორციელების გამოცდილება;
– რეკომენდაცია ორგანიზაციისგან და მოხალისეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
შეირჩევა სულ 10 მოხალისე, რომელიც ჩაერთვება მარტში დაგეგმილ მაშტაბურ ინტეკრულტურული საღამოს ორგანიზებაში. ამას გარდა ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს მრვალი სხვა პროექტი, რომელიც უახლოეს ხანებში განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდება CV -ების გადარჩევა და10 მარტს იქნება გასაუბრება.
CV გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: caucasusyouthnexus@gmail.com
დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვმართეთ
ტელ: 555 755 977
597 75 79 84
გისურვებთ წარმატებებს
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი