მასტერფის საქართველო იწყებს მოხალისეების მიღებას დასაქმების პერსპექტივით, ინოვაციური ციფრული პროექტისათვის.
რამდენ თქვენთაგანს უნდა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, სამუშაო გამოცდილების დაგროვება, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, გამოცდილების მიღება ყველა იმ ინფლუენსერისა თუ გადაწყვეტილების მიმღები პირისგან, რომელთაც დღეს თვალს სოციალური ქსელებითა თუ ტელევიზიით ვადევნებთ?
ჩვენი მთავარი მოთხოვნა კრეატიულობა,შემოქმედებითობა და ქვემოთ აღნიშნული საქმიანობის საბაზისო დონეზე ცოდნაა. სწორედ ამ კრიტერიუმებით აირჩევიან მოხალისეები შემდეგი მიმართულებებით
-ვიდეო მონტაჟორი
-სოც.მედია მენეჯერი
-პროექტის ასისტენტი
მოხალისეობრივი საქმიანობის აღწერა:
1. ვიდეო მონტაჟიორი
– ვიდეოების დამონტაჟება
– ვიდეოზე ხმის დადება/ სინქრონიზაცია
– ვიდეოს ქუდის დამონტაჟება
– Intro/outtro მუსიკის დადება
2. სოც.მედია მენეჯერი ( მოხალისე გაივლის გადამზადებას აღნიშნული მიმართულებით)
– კონტენტის კალენდარის შექმნა
– ყოველკვირეული საინტერესო, თემატური კონტენტის შექმნა
– საკომუნიკაციო არხების მართვა (youtube, instagram igtv, tiktok)
3. პროექტის ასისტენტი ( ამ პოზიციაზე უპირატესობა მიენიჭება მათ ვისაც აქვთ ქართულად, გრამატიკულად გამართული წერის უნარ-ჩვევები)
– პოტნეციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია
– ლოგისტიკური საკითხების მართვა
– გუნდთან ერთად პროექტის შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობა.
სტაჟირების პროგრამა არის ოთხ თვიანი, რის შემდეგაც გაიცემა სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა (16 წლიდან ზემოთ) შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი ნამუშევარი (მონტაჟიორის შემთხვევაში) CV და სამოტივაციო წერილი (ქართლად) აღნიშულ მეილზე : prmasterpeace@gmail.com
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 10 მარტი.