მრგვალი მაგიდა მშვიდობიანი ცხოვრებისთვის 2

დამატების თარიღი: 14 June 2014 / 12:03

მასტერფის საქართველოსა და კაინექსის ორგანიზებით, პარასკევს 13 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება: “მრგვალი მაგიდა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის 2”. შეხვედრის მთავარ  თემას წარმოდგენდა, უცხოელი სტუდენტებისა და ზოგადად უცხოელების ინტეგრაციის პროცესი ქართულ საზოგადოებაში.

პროექტის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ მასტერფის საქართველოსა და კაინექსის საქმიანობას, მიზნებს და ვრცელ ინფორმაციას მიმდინარე პროექტის შესახებ.  პროექტს ესწრებოდნენ სტუდენტები  შრი ლანკიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ერაყიდან და ნიგერიიდან.

დისკუსიის შედეგად გამოვლინდა მრავალი პრობლემა, რომელსაც აწყდებიან სტუდენტები ყოველდღიურად. აქტუალური პრობლემების ჩამონათვალი შემდეგნაირია: დაბრკოლებები ვიზის აღებისა და განახლების პროცესში, საელჩოების არ არსებობა   საქართველოში,  ენის ბარიერი, საინფორმაციო ბროშურების, რეკლამებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების ინგლისურ ენაზე არ არსებობა, ხშირად საზოგადოებისგან აგრესიული და არატოლერანტული დამოკიდებულება, დისკრიმინაციის ფაქტები რელიგიური ნიშნით, პრობლემები საცხოვრებელი ფართის ძებნისას და მისი სიძვირე, მათი ჩართულობის დაბალი დონე კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში.

აღნიშნულ პროექტს აქვს მრავალჯერადი ხასიათი და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მასტერფის საქართველო  და კაინექსი    მოამზადებს ანგარიშს აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით და გადასცემს შესაბამის სამინისტროებსა და სასწავლო დაწესებულებებს.

აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისთვის, კაინექსი და მასტერფის საქართველო, მადლობას უხდის  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმართველობას, გაწეული დახმარებისთვის.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace