მრგვალი მაგიდა სტუდენტური პრობლემების შესახებ

დამატების თარიღი: 29 January 2016 / 14:04

2016 წლის 28 იანვარს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე : ახალგაზრდების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები საქართველოდან, ნიგერიიდან, შრი–ლანკადან, ინდოეთიდან, ანტიგუა და ბარბუდადან ირანიდან და სირიიდან. მათ თავდაპირველად მიიღეს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს პირადი გამოცდილება, რა პრობლემებს ხვდებიან ყოველდღიურად საქართველოში. მონაწილეები დაიყვნენ ორ ჯგუფად, გამოკვეთეს ყველაზე აქტუალური სირთულეები და იმსჯელეს მათი მოგვარების შესაძლო გზებზე. ჯგუფური სამუშაოს დასრულების შემდეგ ფასილიტატორებმა წარადგინეს გუნდი. პრეზენტაცია კითხვა–პასუხის რეჯიმში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა ცენტრის თანამშრომლებისაგან რეკომნდაციები მიიღეს.


უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი მადლობას უხდის პროექტის მონაწილეებს საინტერესო შეხვედრისთვის და აგრძელებს მათთან თანამშრმლობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace