მრგვალი მაგიდა New Vision უნივერსიტეტში

დამატების თარიღი: 04 June 2016 / 16:07

2016 წლის 3 ივნისს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა ნიუ–ვიჟენში ცენტრის პრეზენტაცია და მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტების პრობლემების იდენტიფიცირებაა, ამიტომ მსმენელს საშუალება მიეცა ესაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით მწვავედ დგას და წლების განმავლობაში მოუგვარებელია.
ნიგერიელ სტუდენტთა სახელით ისაუბრა მათმა წარმომადგენელმა და გამოკვეთა სავიზო და საბანკო პრობლემები, რომლებიც სტატისტიკურად ყველაზე მეტად აწუხებთ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს. შეხვედრის დროს წამოჭრილ საკითხებზე მუშაობას სტუდენტები ცენტრის იურისტთან გააგრძელებენ.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო და კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ცენტრი მადლობას უხდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace