მსოფლიო დასუფთავების დღისთვის ლიდერების რეგისტრაცია დაიწყო

დამატების თარიღი: 18 August 2021 / 16:47

მზად ხართ, გახდეთ ყველაზე მასშტაბური და გლობალური მწვანე ღონისძიების მონაწილე?
გაინტერესებთ, როგორ შევძლებთ პანდემიის პირობებში მთელი მსოფლიოს დასუფთავებას?

https://forms.gle/6bA1VmgRBmv9XnqQ6  ამ სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მსოფლიო დასუფთავების დღის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც უერთდება 180 ქვეყნის მილიონობით მოხალისე, მათ შორის საქართველოც.

დასუფთავების ღონისძიებები გაიმართება 2021 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ყველა რეგიონში.

ვინ არიან ლიდერები? და რა ევალებათ მათ?

– ლიდერები არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც მოხალისეობრივად გაუწევენ მცირე სამუშაო ჯგუფებს ორგანიზებას 18 სექტემბერს.

მათ ევალებათ:
-შექმნან მაქსიმუმ 5-6 კაციანი სამუშაო ჯგუფი.
-მოიძიონ ადგილი, რაც საჭიროებს დასუფთავებას.
-გადაიღონ ფოტოები სამუშაო პროცესში.
-დაუკავშირდნენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და იმოქმედონ შეთანხმებულად, მათი დახმარებით იზრუნონ ნარჩენების გადაყრაზე.
-მოიძიონ საჭირო მასალები (ხელთათმანები, პირბადეები, სანაგვე ტომრები). თუ ვერ შეძლებთ, ჩვენ გამოგიგზავნით.
-დათვალონ რამდენი კილოგრამი ნარჩენი შეგროვდა.
-გადაღებული სურათები და შედეგები გადმოუგზავნონ Let`s Do It საქართველოს ოფისს.

ლიდერობა შეუძლია ყოველ მსურველს. ნებისმიერი ასაკის ადამიანს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან.

როგორ დავიცავთ უსაფრთხოების ზომებს?
-1 სექტემბერს ყველა რეგისტრირებულ ლიდერს გაეგზავნება სამოქმედო გეგმა და უსაფრთხოების წესები, რომლის დაცვა სავალდებულოა.
-ერთ ლოკაციაზე მომუშავე ჯგუფი შეიძლება იყოს შემდგარი მაქსიმუმ 5 წევრისგან.
-მონაწილეებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები.
-აუცილებელია, მონაწილეებმა დაიცვან დისტანცია ერთმანეთისგან.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების დედლაინი: ‼️ 31 აგვისტო‼️

ასევე შეგიძლიათ, ჯგუფის შექმნის გარეშეც ინდივიდუალურად დაასუფთაოთ ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით თქვენი ეზო, სამეზობლო, პარკი და გამოგვიგზავნოთ სურათი თქვენი შედეგის გასაზიარებლად!

ყველა მონაწილის გამოგზავნილი სურათები შეიკრიბება და დაიდება ჩვენს გვერდზე ცალ-ცალკე ალბომებად.

მსოფლიოს დასუფთავების დღის ყველა ლიდერს ჩვენგან სიმბოლურად გადაეცემა სამადლობელი ონლაინ-სერთიფიკატი.

2018-2019 წლის დასუფთავების აქციების სანახავად შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ვიდეოებს:
1. https://fb.watch/7qBTc_LCgy/
2. https://fb.watch/7qBRy-St5-/
3. https://fb.watch/7qBPW7mOZX/
4. https://fb.watch/7qBOoGjZgL/
5. https://fb.watch/7qBMR3BF6c/

დამატებითი ინფორმაცია მსოფლიოს დასუფთავების დღეზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
FB: https://www.facebook.com/LetsdoitGeorgia/
WEB: https://www.worldcleanupday.org

☎️ კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ-ფოსტა: letsdoitgeorgia@gmail.com
ტელ.: +995 598 23 11 32

#ერთადდავასუფთაოთსაქართველო
#საქართველონარჩენებისგარეშე
#18სექტემბერი
#WorldCleanupDay

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace